სოფელ ნავთიანში მისასვლელი ხიდი აღდგენილია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 7 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ ნავთიანში მისასვლელი ხიდი დააზიანა, შემთხვევის შედეგად სოფლამდე მისასვლელ გზაზე შეწყდა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე იმყოფებოდნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის უშუალო ჩართულობით, ხიდზე აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რომელიც განახორციელა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანია „ზიმო“-მ სრულიად უსასყიდლოდ. ამ დროისთვის ხიდზე მოძრაობა აღდგენილია და სოფელ ნავთიანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა განვლადია.

Visited 146 times, 1 visit(s) today