სოფელ ნარაზენში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „GEO FOOD“ გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „GEO FOOD“ გაიხსნა.
ქარხნის ასაშენებლად ინვესტიცია ლატვიელმა ინვესტორებმა ჩადეს (ნაურის ზდანოვსკი, გადძიუს რაიტის, თენგიზ ვადაქარია (წარმოშობით ნარაზენიდანაა). ამ ეტაპისთვის განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 450 ათას ლარს შეადგენს. იგეგმება დამატებითი ინვესტიციის მოზიდვაც. ინვესტორებს თხილის გული ექსპორტზე ლატვიასა და ლიტვაში გააქვთ.
თხილის ქარხანაში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 45 ადგილობრივი, სეზონზე იგეგმება სამუშაო ადგილების ზრდა.
გახსნის ცერემონიალს ლატვილ ინვესტორებთან ერთად ლატვიის სეიმის ვიცე-სპიკერი გუნდარს დაუდზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ლატვიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იანის სილი დაესწრნენ.

Visited 293 times, 1 visit(s) today