სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი მოინახულა. სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით, ადგილობრივი ფერმერები კარტოფილის ექსპორტზე გაიტანას შეძლებენ. ლოკაცია მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრაილერის მძღოლებს, რომლებიც შემდგომ პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანას უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ მძღოლები პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმეტნაციის აღებას ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ. სოფელ ნახიდურში სადისტრიბუციო პუნქტის გახსნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაწყდა.

Visited 74 times, 1 visit(s) today