სოფელ ნიგოეთის აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში ივლიან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველო მასშტაბით 87 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილის დასრულებას ახალ სასწავლო წლისათვის გეგმავს. კიდევ ერთი თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთში. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
შესრულებული სამუშაოების დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები.
სოფელში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და მშობლებს დიდი მანძილით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევდათ ამორტიზებულ ბაღში პატარების წაყვანა. ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე საბავშვო ბაღში ორივე სოფლის აღსაზრდელები ივლიან.

Visited 155 times, 1 visit(s) today