სოფელ ჟაბეშში უხვი ნალექისგან გამოწვეულმა მეწყერულმა პროცესმა პრობლემები შექმნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ჟაბეშში უხვი ნალექისგან გამოწვეულმა მეწყერულმა პროცესმა პრობლემები შექმნა. არსებულ ვითარებას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მერთან ერთად გაეცნო. მოვარდნილმა ღვარცოფმა 2 ხიდი და 4 ხიდბოგირი დააზიანა. რის გამოც 15 მდე ოჯახს საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდული აქვს. ადგილზე გაწმენდითი სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს, სიტუაციის ნორმალიზებისთანავე მოეწყობა დროებითი ხიდი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. ადგილზე დღეს გეოლოგები ჩავლენ და დეტალურად შეისწავლიან გამომწვევ მიზეზებს, რის შემდეგაც განისაზღვრება მომავალში გასატარებელი საპრევენციო სამუშაოები.

Visited 86 times, 1 visit(s) today