სოფელ სავანისუბნამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივების გადაადგილების პირობები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. აღსანიშნავია, რომ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა აქამდე არ იყო და მსგავსი ტიპის პროექტი პირველად ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ დაათვალიერეს.

Visited 31 times, 1 visit(s) today