სოფელ ტალავერში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ტალავერში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება- შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა დაიწყო. სოფელ ტალავერში 925 გრძივ მეტრზე, მიმდინარე წლის ბოლომდე, 18 სმ სისქის ბეტონის გზა დაიგება. ინფრასტრუქტურულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკა მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება, საერთო ღირებულებით 700 000 ლარი. კომფორტული გზით 7000 ბენეფიციარი ისარგებლებს. სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, ზაურ დარგალთან ერთად გაეცნო.

Visited 126 times, 1 visit(s) today