სოფელ ტინისხიდს მალე ახალი ამბულატორია ექნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი შიდა ქართლის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ, სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.
ამჟამად, შიდა ქართლის რეგიონში რეაბილიტაცია 18 ამბულატორიას უტარდება, ხოლო ტინისხიდის გარდა, კიდევ ორ სოფელში – ბებნისსა და ზღუდერში ამბულატორიის ახალი შენობები შენდება. პროექტისთვის ბიუჯეტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. გუბერნატორის განცხადებით, ჯანდაცვის მიმართულებით რეგიონში აქტიურად ხორციელდება პროექტები, ოთხივე მუნიციპალიტეტში ამბულატორიების რეაბილიტაცია და მშენებლობა მიმდინარეობს. 21 სოფლის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს და სამედიცინო მომსახურებას ადგილზე მიიღებს.

Visited 127 times, 1 visit(s) today