ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სარეკრეაციო სკვერის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ქვის დეკორატიული კედელი, საფეხმავლო ბილიკები ყინვაგამძლე ბეტონის ფილებით, დაიდგმება სკამები, ნაგვის ურნები და დამონტაჟდება ლამპიონები.
სამუშაოები ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს.
პროექტის შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 910 ლარი გამოიყო.
Visited 181 times, 1 visit(s) today