სოფელ ფუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სოფელ ფუთში, ქათამაძეების უბანში დასრულდა. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 200 – ზე მეტი ადამიანი შეძლებს. ადგილობრივი მოსახლეობა, აღდგენილი გზის საშუალებით უპრობლემოდ შეძლებს, როგორც სოფლის ცენტრალურ ნაწილთან, ასევე ქალაქთან დაკავშირებას. მიმდინარე სამუშაოებს, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია 2300 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა, გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყო. საავტომობილო გზის კეთილმოწყობაზე 376744 ლარი დაიხარჯა. გზის აღდგენის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

“2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. 2020 წელს, რეაბილიტირებული გზების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ დღეს ფუთში დავათვალიერეთ დასრულებული გზის მონაკვეთი. გარდა იმისა, რომ ეს პროექტი თავისი მასშტაბებით გამორჩეულია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული”, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

Visited 103 times, 1 visit(s) today