სოფელ ქვახვრელში ელექტროენერგიის გამრიცხველიანება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ენერგოპროჯორჯიას” წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყეს.
ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე მიმდინარეობს.
მიტანილია ბეტონის ბოძები, რომელიც მოძველებულ ხის ბოძებს ჩაანაცვლებს.
ასევე, ჩამოიხნება ოთხხაზიანი ელექტროსადენები და ის დახურული სადენებით გაიმართება.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სამუშაოები ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება.
ქვახვრელის შემდეგ უფლისციხის გამრიცხველიანება დაიწყება. უფლისციხე ქვახვრელის ადმინისტრაციულ თემში შედის.

Visited 236 times, 1 visit(s) today