სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, ამიტომ პროექტი სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება. პროცესებს ადგილზე აკვირდებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრსტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი.
სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, ასევე ტურიზმის განვითარების მხრივაც. შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მილიონამდე ლარს ითვლის. ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ლიტერატორის და მთარგმნელის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს დამთვალიერებლის მიღებას.

Visited 224 times, 1 visit(s) today