სოფელ ქვიშხეთში სასტუმრომ ,,მწერლები“ ფუნქციონირება დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შიდა ქართლში, სოფელ ქვიშხეთში სასტუმრომ “მწერლები“ ფუნქციონირება დაიწყო. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარზე მეტს შეადგენს და პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დააფინანსებს. 20 ნომრიან სასტუმროში, ამ ეტაპზე 30 ადამიანი დასაქმდა, თუმცა სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი 40-მდე ნომრის დამატებას და დასაქმებულთა გაზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების უმრავლესობა ადგილობრივია. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯვანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესწრებიდნენ. .

“შიდა ქართლში მსგავსი დონის სასტუმრო პირველია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური თუ ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ ქვიშხეთი და თავად სასტუმრო “მწერლები“ მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის.“ – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

სასტუმროში განთავსებულია ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი. ასევე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და გადახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.

Visited 250 times, 1 visit(s) today