სოფელ ყარაჯალაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით ბეგიაშვილი სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ყარაჯალაში 3,2 კმ გზის საფარი სრულად მოწესრიგდება და 9000 ადგილობრივი ბენეფიციარი მოწესრიგებული გზის ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 218 030 ლარს შეადგენს.

Visited 32 times, 1 visit(s) today