სოფელ შრომაში კავკასიონის ქუჩაზე ღვარცოფის შესაკავებელი გაბიონი მოეწყო, რომელიც მოსახლეობას შესაძლო ღვარცობისგან დაიცავს. ძლიერი წვიმების დროს მთიდან მოვარდნილი უხვი ნალექით და ჩამოტანილი ქვა-ღორღით, ხშირად ზიანდება კავკასიონის ქუჩის მცხოვრებლები. მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად სისტემატურად ეტბორებათ ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები, ზიანდება გზის სავალი ნაწილი. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფილია 125 610 ლარი.
Visited 925 times, 1 visit(s) today