სოფელ შუახევსა და კოდისწყაროში, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუახევსა და კოდისწყაროში დასრულდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელიც შპს “მური”-მ აწარმოა.
დასასრულს უახლოვდება ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურების და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ნაგლიაანთკარის გარე განათების საკითხიც, რომელსაც ი/მ “დავით ხუციშვილი” ახორციელებს.
2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გარე განათების ქსელის მოწყობა დუშეთის მუნიციპალიტეტის 32 სოფელშია გათვალისწინებული.

Visited 189 times, 1 visit(s) today