სოფელ შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად მიმდინარეობს. გზის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სოფლის მისასვლელში, სადაც 2.3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 307 000 ლარამდე შეადგენს.
სოფელ შუახევში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მოადგილე ოთარ ჩხეიძე. რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა, ამიტომ, მსგავსი სახის სამუშაოები, სხვადასხვა ლოკაციაზე მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Visited 25 times, 1 visit(s) today