მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, სოციალური ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად, ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციხისოფელში მცხოვრებ ოჯახებს სასურსათო პროდუქტითა და ჰიგიენური საშუალებებით დაკომპლექტებული პაკეტები გადასცა. აღსანიშნავია, რომ სოფელში მცხოვრებ ოჯახებს, რამდენიმე თვის წინ, თანამედროვე მზის პანელები დაუმონტაჟდათ. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ციხისოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც მოეწყო. სოფლის მოსახლეობა ასევე სარგებლობს “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.
სოფელ ციხისოფლის მოსახლეობას სასურსათო პროდუქტითა და ჰიგიენური საშუალებებით დაკომპლექტებული პაკეტები გადაეცათ
24/05/2020