სოფელ ცხრაწყაროში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 319 352ლარს შეადგენს. ცხრაწყაროში საბავშვო ბაღის შენობა წლების განმავლობაში ავარიულ, სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელ გარემოში აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც ერთგვარ პრობლემებს უქმნიდა, როგორც აღსაზრდელებს, ასევე პედაგოგებს. მიმდინარე სამუშაოები გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილზე მოინახულეს. როგორც ტარიელ თუთარაშვილი ამბობს საბავშვო ბაღების მშენებლობა პრიორიტეტად თვითმმართველობამ გასულ წელს დაისახა და 2015 წლის შემდეგ მუნიციპალიტეტში ეს უკვე მეექვსე საბავშვო ბაღია, რომლის მშენებლობა ამჟამად ცხრაწყაროში მიმდინარეობს.
სოფელ ცხრაწყაროში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
Visited 121 times, 1 visit(s) today