სოფელ ცხუნკურში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ.
აღნიშნულ სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ათეული წლების განმავლობაში ითხოვდა მოსახლეობა.
შენობის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა, მოწესრიგდა სამზარეულო, სველი წერტილები და საბავშვო ბაღის ეზო. პროექტის ღირებულება 23 000 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღი 30 – მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 8 ადგილობრივი დასაქმდა.

Visited 157 times, 1 visit(s) today