სოფელ წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ მცხეთიჯვრიდან სოფელ წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები, დღეს, 6 სექტემბერს, ადგილზე მოინახულეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა გიორგი პაპიაშვილმა. მათი განმარტებით, სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და პროექტის ფარგლებში 3 კილომეტრ ნახევრიანი ასფალტის საფარი დაიგება. სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მოასფალტების პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლების მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პირობები მკვეთრად გაუუმჯობესდებათ.
პროექტი ორწლიანია, თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 947 999 ლარს შეადგენს.

Visited 57 times, 1 visit(s) today