სოფელ წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ მცხეთიჯვრიდან სოფელ წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 3 კილომეტრ ნახევრიანი ასფალტის საფარის დაგება. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, პირველ მოადგილე -ზვიად ქურდაძესთან და ეკონომიკის სამსახურის უფროს- სერგო ლალიაშვილთან ერთად, დღეს, 23 აგვისტოს, სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მათი განმარტებით, სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მოასფალტების პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლების მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პირობები გაცილებით უკეთესი ექნებათ. პროექტი ორწლიანია, თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 947 999 ლარს შეადგენს.

Visited 84 times, 1 visit(s) today