სოფელ წერაქვში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში რკინა ბეტონის საფარი დაიგება 1 ქუჩასა და ერთ ჩიხში, რომლის სიგრძე 430 გრძივი მეტრია.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დასაქმდა 15 კაცი აქედან 10 ადგილობრივი.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 98 , 200 ლარი.
სამუშაოები 5 ოქტომბერს დაიწყო, რომელიც დეკემბრის დასაწყისში დასრულდება .
აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს სოფელ წერაქვში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები კვლავ გაგრძელდება, იგეგმება 1 კილომეტრამდე გზის დაგება.

Visited 132 times, 1 visit(s) today