სოფელ წეღვერში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წეღვერში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის კრებაზე გამოიკვეთა. შესაბამისად, სამუშაოები, რომელთა ღირებულება 10 00 ლარია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
სოფელ კრისხევში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთავარი გზის მოასფალტების სამუშაოები. პროექტი რეგიონულ ფონდის და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 827606 ლარს ითვლის.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს.
პროექტები გეგმიურად მიმდინარეობს და მათი განხორციელება დადგენილ ვადებში მოხდება.

Visited 74 times, 1 visit(s) today