სოფელ წინუბანში წმ. ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის სახლეობის ტაძარი გაიხსნა

სოფელ წინუბანში წმ. ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის სახლეობის ტაძარი გაიხსნა, რომლის წინამძღვარი მღვდელი ნიკოლოზი (აბრამაშვილი) იქნება.
ტაძარში პირველი წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, წინუბნის „სოფლის სახლში“ ღონისძება გაიმართა. საღამოზე მონაწილეებმა წმ. ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის ცხოვრება გაიხსენეს. აგრეთვე, მაყურებელს სხვადასხვა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზეს.

Visited 192 times, 1 visit(s) today