სოფელ წიფლავაკეში გზის საფარის აღდგენის სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ამჟამად სოფელ წიფლავაკეში ხორციელდება. რეაბილიტაციას საავტომობილო გზის 1150 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რომელიც ბეტონის საფარით უნდა მოეწყოს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 154, 2440 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საპოვნელა +“ ახორციელებს. გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა, გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა ადგილზე მოინახულეს. თვითმმართველობის წარმომადგენლებს დღეს ადგილობრივი მოსახლეობაც შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებისთვის, რადგან აღნიშნულ დასახლებაში წლებია არ ყოფილა გზის საფარი.

Visited 252 times, 1 visit(s) today