სოფელ ჭანიეთში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამშენებლო სამშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტალ კონტრაქსშენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 600 000 ლარს შეადგენს.
პროექტი მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წლის თებერვალში დასრულდება.
სკოლის მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს.

Visited 206 times, 1 visit(s) today