სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს ატარებს, მობილიზებულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში განახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, ასევე ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინრები, რომლებიც სტიქიის ზონაში დილიდან 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად განათავსებენ დროებით ხიდებს, რათა მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან გზების დეპარტამენტის რეგიონული ოფისების და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები რომლებიც 24 საათიან რეჟიმში კოორდინაციას უწევენ გაწმენდით სამუშაოებს.

Visited 192 times, 1 visit(s) today