სოფიო ქაცარავამ რუმინეთის საელჩოს ახლად დანიშნულ მრჩეველთან შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში რუმინეთის საელჩოს ახლად დანიშნულ მრჩეველთან, საკონსულო განყოფილების უფროსთან, ანისოარა მარია მიჰაისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-რუმინეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობა და ამ კუთხით გამოითქვა თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი როგორც საკომიტეტო, ასევე საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების დონეზე.
„ქვეყნის ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუციური აღმშენებლობისათვის, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონსოლიდირებული დემოკრატია, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

Visited 138 times, 1 visit(s) today