სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში, კონფერენციაში მონაწილე ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარამომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
საერთაშორისო კონფერენციის მეორე სამუშაო დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციასთან, ბუნდესტაგის დეპუტატების: ჰაინც-იოახიმ ბარხმანის და კრისტიან პეტრის შემადგენლობით. შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ესწრებოდა.
შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე, მეზობლებთან საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
სოფიო ქაცარავამ გერმანელ კოლეგებს საქართველოში გატარებული რეფორმებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ასევე, ხაზი გაესვა 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღნიშვნის მნიშვნელობას.
სოფიო ქაცარავამ გერმანელ სტუმრებს ოფიციალური ბერლინის მიერ როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის, ისე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

Visited 185 times, 1 visit(s) today