სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში იღებს მონაწილეობას

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში მონაწილეობს.
საერთაშორისო ლიდერების პროგრამას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ახორციელებს და მას ასზე მეტი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
პროგრამა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებაში მყოფი ლიდერების დაკავშირებას და მაღალი რანგის დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს შორის დინამიური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნებთან, დიდი ბრიტანეთის მთავრობის კავშირების გაძლიერებას მსოფლიო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად.
პროგრამა უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის საერთო ღირებულებებისა და ფასეულობების გამოვლენას და მთავარი პრიორიტეტების-კეთილდღეობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებების გაძლიერებას მსოფლიოში.
ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი თემები როგორიცაა:
ძირითადი გლობალური ტენდენციები
საგარეო პოლიტიკა
გლობალური უსაფრთხოება
საერთაშორისო ინსტიტუტები და გლობალური ვაჭრობა
ბრექსიტი
დიდი ბრიტანეთის როლი მსოფლიო პოლიტიკაში
პოპულიზმი
მდგრადი განვითარება
რბილი ძალა
დემოკრატია და ადამიანის უფლებები
პროგრამის ფარგლებში სოფიო ქაცარავას დაგეგმილი აქვს მაღალი დონის საპარლამენტო შეხვედრები.

Visited 173 times, 1 visit(s) today