საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ატლანტის მერსერის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სოფიო შამანიდმა მერსერის უნივერსიტეტის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სტუდენტებთან საქართველოში მცხოვრებ რელიგიურ უმცირესობებზე, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების უფლებრივ მდგომარეობაზე და იმ პრობლემებზე, რომელიც მათ წინაშე დგას.
სოფიო შამანიდმა სტუდენტებთან ასევე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ ეთნიკური უმცირესობებისთვის განხორციელებული პროექტები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ატლანტის მერსერის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.