სოფლებში ბალანთასა და ჭიხარულაში, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ბალანთასა და ჭიხარულაში, დასახლების არსებობის მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარი პირველად დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მრავალი წლის მანძილზე არსებული პრობლემა წელს გადაიჭრა. ბალანთასა და ჭიხარულაში მცხოვრები მოსახლეობა, განხორციელებული მასშტაბური პროექტის გამო მადლიერებას გამოთქვამს. პროექტი რეგიონული განვითარებისა და მთის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. მაღალმთიანი ზონის სოფლებში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს,რაც თავის მხრივ მიგრაციულ პროცესების შეამცირებს.

Visited 73 times, 1 visit(s) today