სოფლის განვითარების კონცეფციაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სოფლის განვითარების კონცეფციის და ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს: სოფლის განვითარების მიდგომები და ინსტიტუციური მოწყობა , განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა – გამოწვევები და შესაძლებლობები, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპული გამოცდილებაზე , მიწის, წყლის, ტყის რესურსებისა და ნარჩენების მართვის შესახებ, არსებული მდგომარეობის მიმოხილვა გარემოს დაცვის მიმართულებ. სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ორგანიზებით, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

Visited 130 times, 1 visit(s) today