სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაეცნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, რეგიონებში ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ შეხვედრებს მართავენ. დღეს, “ახალციხის ციხეზე” პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე კაპანაძემ და სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმის პროგრამები გააცნეს.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამებით თითოეულ ფერმერს შეუძლია, მეტი შეღავათი მიიღოს სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება.

Visited 75 times, 1 visit(s) today