სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაიმართა. სოფლების: სამტრედოს,რაჭისუბანისა და დისველის მაცხოვრებლებს, დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილი შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით ირჩევა.
პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელ სამტრედოში მოსახლეობის თავშეყრის ადგილი მოეწყობა, რაჭისუბანში რეაბილიტაცია ჩუტარდება სარწყავი წყლის სისტემებს, სოფელ დისველში კი მინი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა განხორციელდება.