სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1600-ზე მეტი სოფლის კრება გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 1600-ზე მეტი სოფლის კრება გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამტრედიაში, ვანსა და ბაღდათში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრო. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარე განათება, დასასვენებელი სკვერი და მოსაცდელი მოეწყობა, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურში კი სასმელი წყლის სისტემა, სანიაღვრე არხები და საუბნო გზები მოწესრიგდება. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიგეგმა. სოფლის კრებებზე, 3700 სოფელში მცხოვრები ადამიანები, თავად საზღვრავენ პრიორიტეტულ პროექტებს. ბიუჯეტი ცოტა ხნის წინ გაორმაგდა და პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

Visited 118 times, 1 visit(s) today