სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
დღეს, 3 თებერვალს, გომში, ხიდისყურში, ვაყაში და ქვემო აძვისში იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ეკონომიკის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი და გომის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი რეზო კაპანაძე.
მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე ეცნობოდა მოსახლეობის საჭიროებებს და პრობლემების გადაჭრის გზებს სახავდა. რაც შეეხება კონკრეტულად სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელ პროექტებს, პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: გომის მოსახლეობამ სკვერის მოწყობა დაასახელა ყველაზე მნიშვნელოვნად, ხიდისყურის მოსახლეობამ- სოფლის თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა, ვაყაში და ქვემო აძვისში კი წყლის საკითხის მოგვარება დაასახელეს პრიორიტეტულად.
აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მცხოვრებლების საყოფაცხოვრებო პირობებს.

Visited 71 times, 1 visit(s) today