ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ძი იანჩის და ელჩის ატაშეს, ლიუ იიტონგს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სოფო კილაძის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომელიც, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად ინტენსიური გახდა.
„მე , როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, ცოტახნის წინ დელეგაციასთან ერთად გახლდით ჩინეთში. ვფიქრობ, რომ ეკონომიკური განვითერების კუთხით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვანია. ჩინეთის ელჩთან დღეს სწორედ სამომავლო ურთიერთობებზე გვქონდა საუბარი. მათგან არის მზაობა, მეტი ჩინური ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთთანამშრომლობა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
სოფო კილაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ძი იანჩის შეხვდა
29/09/2017