სოჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის კრებები ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის კრებები გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობამ, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელ პრეოქტებზე იმსჯელეს და შემდეგი პრიორიტეტები გამოკვეთეს:
ძმუისი – გარე განათების მოწყობა;
წყნორი – წყლის მილების შეძენა და სოფლის სასაფლაოს შემოღობვა;
სოჩხეთი – წყლის მილებისა და საბვშვო ბაღისათვის სჭირო ინვენტარის შეძენა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა და დასაფინანსებელი პროექტები, სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
სოფლის კრებები მუნიციპალიტეტში 12 თებერვალს დასრულდება.

Visited 402 times, 1 visit(s) today