სოციალურად დაუცველები და ორსულები ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები, ანტივირუსულ მედიკამენტს-ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ. გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციებისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით იქნა მიღებული. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). ინფორმაცია პირის სოციალური სტატუსის შესახებ გადამოწმდება, სამინისტროს შესაბამის ბაზაში იდენტიფიცირების საფუძველზე.
დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატ ტამიფლუთი ანტივირუსული მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში დაიწყოს. მედიკამენტის მოხმარება კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს, შესაბამისად გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ოჯახის ექიმთან მიმართვა და სამედიცინო ჩვენების საფუძველზე შესაბამისი მკურნალობის რეჟიმის დაწყება.

Visited 107 times, 1 visit(s) today