მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია დაეხმარება. მერის მოადგილე ირაკლი სირაძე დღეს ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
„მოვინახულეთ ის ოჯახები, რომლებსაც მძიმე პირობებში ცხოვრება უწევთ. ესენი არიან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი და შშმ პირთა ოჯახები. ვაწარმოებთ მათი საჭიროებების აღრიცხვას. ქალაქის მერია მაქსიმალურად ეცდება სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას,“- აღნიშნა მერის მოადგილემ.
Visited 149 times, 1 visit(s) today