სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საფრანგეთის განვითარების სააგენტო 35 მლნ ევროს გამოყოფს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის გაფორმდა შეთანხმება 35 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დემოგრაფიული და სოციალური დეპარტამენტის დირექტორმა, მარი პიერ ნიკოლეტმა. აღნიშნული ფინანსური რესურსი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.

AFD-ის მიერ მხარდაჭერილი სოციალური კეთილდღეობის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა;
• ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა;
• იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს სულ ცოტა 20 ავარიული შენობის დახურვასა და მინიმუმ 350 ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა.

AFD მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან სოციალურ სფეროში 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ჯამურად იქნება 105 მლნ ევრომდე. აღნიშნული თანხები წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ ფინანსურ რესურსს, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

Visited 164 times, 1 visit(s) today