სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, მხარი დაუჭირა

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით, მასწავლებლის ახალი სტატუსები შემოდის. კანონპროექტი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს, მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, გენადი მარგველაშვილმა გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება მასწავლებლის მაძიებლობის ცნება. კერძოდ კი, მასწავლებლობის მაძიებელი იქნება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე დროებით დასაქმებულია აღნიშნულ დაწესებულებაში.

კომიტეტის წევრმა, გენადი მარგველაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას, მოწვეული და დამხმარე მასწავლებლის სტატუსის შემოღებაზეც ისაუბრა და დეტალურად განმარტა აღნიშნული სტატუსის მინიჭების და საქმიანობის საკითხები. კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სპორტის სახეობების კიდევ უფრო განვითარების კუთხით, დამხმარე და მოწვეული მასწავლებლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

Visited 152 times, 1 visit(s) today