“სპორტი ბარიერების გარეშე”- ზუგდიდში 3 დღიანი სპორტული ჩემპიონატი დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“სპორტი ბარიერების გარეშე”- ზუგდიდში 3 დღიანი სპორტული ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
14-დან 16 წლამდე გოგონათა და ვაჟთა გუნდები სპორტის 4 სახეობაში: მინი – ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკსა და მძლეოსნობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
სპორტულ ტურნირში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, რომელიც 21 ივნისს ანაკლიაში გაიმართება.
სამდღიანი ტურნირი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

Visited 203 times, 1 visit(s) today