სპორტსმენების არანაირი დაფინანსება არ ხდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ”ქართული ოცნება” სპორტსმენებს აფინანსებს და მათ დაპირისპირებისთვის იყენებს.
”ეს არის სრული აბსურდი, არანაირი დაფინანსება სპორტსმენების ჩვენი მხრიდან არ ხდება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ არ უპასუხონ არანაირ პროვოკაციას.

”რაოდენ გამომწვევიც არ უნდა იყოს ხშირ შემთხვევაში ოპონენტების ქმედება, ერთადერთს ჩვენ, სახელმწიფოს გვაკისრია პასუხისმგებლობა მშვიდობიანი, ძალადობის გარეშე არჩევნების ჩატარების. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, რომ არ ვუპასუხოთ არანაირ პროვოკაციას.
ეს არის ჩვენი პასუხიმგებლობის საკითხი და კიდევ ერთხელ ვამბობ – ასეთი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს.
როგორც პრევენციის, ასევე უკვე მომხდარზე გამოძიება არის აუცილებელი, რათა მომავალში ასეთი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კორცხელის #53-ე უბანზე გუშინ ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

შეტაკების შედეგად დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები.

მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს, გუშინვე დაიწყო.

Visited 164 times, 1 visit(s) today