სრულდება ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სრულდება ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. არსებული გზა დაზიანებული იყო და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. აღიშნულ მონაკვეთზე 1 ხიდის რეაბილიტაცია და 2 ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
🟢პროექტის შესაბამისად, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო საგზაო სამოსი და გზის თანამედროვე აღჭურვილობა მოძრაობის უსაფრთხოებისათვის. გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას. რეაბილიტირებული მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, რომლის ღირებულება 13,4 მილიონი ლარია.

Visited 74 times, 1 visit(s) today