სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. ახალ კომპლექსში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის სხვადასხვა სახეობაში – როგორც ეროვნული, ისე, საერთაშორისო დონის ტურნირები გამართონ.
პროექტის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია გაეცნენ.
როგორც მხარის გუბერნატორმა აღნიშნა, ახალი სპორტული კომპლექსი ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას წაახალისებს და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
სპორტული კომპლექსის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1,5 მლნ. ლარს შეადგენს.

Visited 182 times, 1 visit(s) today