სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტი დააზარალა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გადაუღებელი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები, გზის და ნაპირდამცავი გაბიონები. მულახის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, ადიდებულმა ღელემ საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს, წვისმის გაგრძელების შემთხვევაში არსებობს ღელის კვლავ ადიდების საფრთხე. ამავე სოფელში დაზიანდა ხიდი. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სოფელ ჭოლაშთან დამაკავშირებელი ხიდი და ნაპირდამცავი გაბიონები, ხიდის სამაგრების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, აღნიშნულ სოფელს გარესამყაროსგან მოწყვეტის საფრთხე ემუქრება. იფარის ტერიტორიულ ერთეულში სტიქიის შედეგად განადგურდა სოფელ იფარის და სოფელ ადიშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი. ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის სოფლის მოსახლეობას. ამ დროისთვის მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

Visited 196 times, 1 visit(s) today