სტიქიამ ონის რამდენიმე სოფელი დააზიანა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე წლის 5 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა მდ. რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. სოფ. ღებში მდ.ჩვეშურმა დააზიანა საგლოლო–ღების სახელმწიფო გზის გარკვეული მონაკვეთი და სოფ. გონაში წაიღო 2 საავტომობილო ხიდი, რის გამოც ამ ეტაპზე აღნიშნული სოფლები მოწყვეტილია მუნიციპალურ ცენტრს. ნაპირსამაგრი დაზიანდა სოფ. უწერაშიც, რამაც გამოიწვია სასოფლო–სამეურნეო სავარგულების ნაწილისა და მინერალური წყლის ,,ნაპერწკალას“ მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა. დაზიანებულია სოფ. გომში გადასასვლელი ხიდის მარჯვენა ბურჯიც. ადიდებულმა მდ. რიონმა საფრთხე შეუქმნა ქ. ონის მარცხენა სანაპიროზე დასახლებულ მოსახლეობას. დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან რეგიონული და ადგილობრივი ხელმძღვანელები შესაბამის სამსახურებთან ერთად. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწავლობს ადგილზე არსებულ მდგომარეობას. მიმდინარეობს ზარალის დათვლის სამუშაოები.

Visited 233 times, 1 visit(s) today